თბილისის ჯაზ ფესტივალი მარტის ბოლოს ჩატარდება

  • Home
  • კულტურა
  • თბილისის ჯაზ ფესტივალი მარტის ბოლოს ჩატარდება
Tbilisi-jazz-festival-2020

მარტის ბოლოს ჯაზის მოყვარულებს თბილისის ჯაზ ფესტივალი ელის, რომელიც უკვე 23-ედ ტარდება. ფესტივალი თბილისში 23 მარტს გაიხსნება და 25 მარტამდე გაგრძელდება.

ფესტიბვალში მონაწილეობას იღებენ  ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.

ტრადიცია არც წელს დაირღვევა და უცხოელ არტისტებთან ერთად მაყურებლის წინაშე ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც წარდგებიან ახალი კომპოზიციებით.

მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან ასევე გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.

 

Tags: