ტალინი – ბალტიისპირეთის მარგალიტი

ტალინი, ბალტიისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ვილნიუსი, რიგა, ტალინი, ერთმანეთის მეზობელი ქვეყნების ტოპ დანიშნულება ქალაქებია. ყველა თავისებურად ლამაზია, თუმცა ტალინს ამ სამიდან უკონკურენტოდ გამოვარჩევდი.

უფრო ფერადი, უფრო სახასიათო და რამდენიმე დღიანი მოგზაურობისთვის საუკეთესო დანიშნულებაა.

მოგზაურობისას თუ გსურთ მეტად შეიცნოთ ის ქალაქი, სადაც იმყოფებით, ეცადეთ ურთიერთობა გქონდეთ ადგილობრივ მაცხოვრებელთან, რადგან ადგილობრივის თვალით დანახული ბევრად განსხვავდება ტურისტის თვალით დანახულისგან.

ამ კონკრეტულ მოგზაურობაში გამიმართლა და 2 დღით ვცხოვრობდი ადგილობრივ წყვილთან ერთად. მათი დამსახურებით აღმოვაჩინე არა ტურისტული ტალინი, არამედ ნამდვილი და რეალური.

ამ დროის განმავლობაში მათთან ერთად დავდიოდი სუპერმარკეტში პროდუქტების საყიდლად, მათთან ერთად დავრბოდი საღამოობით სანაპიროზე და ვთამაშობდი ფრენბურთს, ვცხოვრობდი როგორც ერთი რიგითი ტალინელი მოქალაქე.

თუ გაინტერესებთ მეტი შეიტყოთ ამ ქალაქის შესახებ, უყურეთ ვლოგს.