Summer Set-ის პირველი ღონისძიება თბილისის ზღვაზე

  • Home
  • მთავარი
  • Summer Set-ის პირველი ღონისძიება თბილისის ზღვაზე

Summer Set-ის პირველი ღონისძიება 27 ივლისს თბილისის ზღვაზე Check in Georgia -ს ფარგლებში გაიმართება.

ფესტივალი 2012-ში დაიწყო და 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს, მანამდე კი თბილისში მისი საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართება.

Summer Set-ზე მოსულ მელომანებს ასევე დახვდებიან დამწყები ანტრეპრენერები, ვინც დღეს იწყებს საკუთარ საქმეს.

ღონისძიების ფარგლებში დასაქმდება დაახლოებით 100 ადამიანი.

Summer Set ხელს შეუწყობს მთაში დასვენების კულტურის პოპულარიზებას, მოიზიდავს ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მსგავსი ტიპის ფესტივალები, რომლებიც აერთიანებს მუსიკას, სპორტს, მთის კურორტებს ამჟამად ევროპაშიც ინერგება.

წყარო: საქართველოს მთავრობა