2020 წლის ივნისში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) და Sommet Education ე.წ. სომეტის განათლებამ, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო სპეციალიზირებულ ჯგუფს, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტსა და კულინარულ ხელოვნებაში, წამოიწყეს სტუმართმოყვარეობის გამოწვევა. ეს მიზნად ისახავდა იდეების და იმ პირების იდენტიფიცირებას, რომელთაც შეეძლოთ ტურიზმის სექტორის აღდგენის დაჩქარება COVID – 19 პანდემიის ფონზე.
ამ ინიციატივამ მიიღო თითქმის 600 განცხადება მთელი მსოფლიოდან. 30 საუკეთესო ფინალისტს გადაეცემა სრული სტიპენდია საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე 30 სხვადასხვა სტუმართმოყვარე პროგრამაში. ყველა მათგანი იმართება მსოფლიოში ცნობილი Sommet – ის ინსტიტუციების მიერ, რომლებიც სპეციალიზირებული არიან სტუმართმოყვარეობისა და კულინარიის ხელოვნებაში: Glion Institute of Higher Education – გლიონის უმაღლესი განათლების ინსტიტუტი, Les Roches – ლე როში, და Ecole Ducasse – ეკოლ დუკასი.
ეს სტიპენდიები ეძღვნება პიროვნული განვითარების დაჩქარებას ნიჭიერ ინდივიდებში, რომლებსაც შეუძლიათ ხვალინდელი დღის სტუმართმართმოყვარეობის შენება. წარმოდგენილი პროექტების რეალიზაცია და მათი შანსების გაზრდა, რომ მოახდინონ გავლენა ტურიზმის სექტორზე, იყო ამ გამოწვევის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. სამი ყველაზე ენტრეპრენორული პროექტი 30 გამარჯვებულს შორის მიიღებს დამწყებ ინვესტიციებს Eurazeo – დან, წამყვანი გლობალური საინვესტიციო ჯგუფისგან, რომელსაც Sommet Education – სომეტის საგანმანათლებლო ჯგუფი მიეკუთვნება.
600 განცხადებიდან, 39% იყო წარდგენილი ამერიკიდან, ევროპიდან 28%, აფრიკიდან და შუა აღმოსავლეთიდან (ორივედან 18%) და აზიიდან და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებიდან 15%.
ხალხისა და პლანეტის პირველ ადგილზე დაყენება
სტუმართმოყვარეობის გამოწვევა შეეხო ოთხ კატეგორიას. სასტუმროები და სასტუმროებთან დაკავშირებული კატეგორიის სამუშაოები ყველაზე პოპულარული იყო, რომელმაც მიიღო ყველა განაცხადის 41%, შემდეგ მოდის ძვირადღირებული მოგზაურობების, საქონლისა და მომსახურების კატეგორია (34%), შემდეგ კვებისა და სასმელის კატეგორია (17%) და ბოლოს SMART უძრავი ქონების კატეგორია (8%). სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფა ცხადყოფს სასტუმროების სამუშაო მხარის გაუმჯობესების თვალსაზრისით ძლიერ დაინტერესებას მათი სოციალური ზეგავლენის შედეგად მრავალი პროექტით, რომელიც მიმართულია უმუშევრობის შემცირებაზე და სასტუმროს პერსონალის უკეთეს მართვაზე.
ოთხ კატეგორიას შორის გამოიკვეთა ოთხი გამოჩენილი ტენდენცია: ნარჩენების შემცირება და მდგრადობა, სამუშაო ადგილები და განათლება, უსაფრთხოება და მოგზაურობის გამოცდილება, ისევე როგორც შემოსავალი და პროდუქტიულობა. პროექტების თითქმის 50% ეხება მდგრადი განვითარების მიზანს 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა. მრავალი პროექტი ასევე გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს COVID – 19 პანდემიასთან საბრძოლველად.
მაღალხარისხიანი პროექტების დიდი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურობას და მდგრადობას, იმისთვის, რომ ხელახლა შექმნან ხვალინდელი დღის სტუმართმოყვარეობა, ასევე უზრუნველყოფენ ახალ იდეებს ტურიზმის სექტორისთვის. ეს მისცემს ტურიზმს საშუალებას გააგრძელოს წვლილის შეტანა საერთო სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენაში.
გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2021 წლის მარტში
UNWTO – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და Sommet Education – უნიკალური საგანმანათლებლო ჯგუფი, მადლობას უხდიან ყველა მონაწილეს, ინოვატორსა და ენტრეპრენორს მათი ენთუზიაზმისთვის და სტუმართმოყვარეობის გამოწვევაში შეტანილი წვლილისთვის და ასევე 30 შერჩეულ ფინალისტს მიულოცავენ.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა თქვა: „ხვალინდელი დღის ტურიზმმა უნდა მოიცვას ახალი იდეები, ახალი ხმები და სრული მრავალფეროვნება, რომლის შემოთავაზებაც შეუძლია სექტორს. ეს კონკურსი ხაზს უსვამს ყველაფერ საუკეთესოს, რისი შეთავაზებაც შეუძლია გლობალურ ტურიზმს და სტუმართმოყვარეობას. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან შეინარჩუნონ ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა და მოგზაურობა მდგრადი განვითარების და ყველასთვის პოზიტიური ცვლილებების სათავეში.“
Sommet Education – ის აღმასრულებელი დირექტორი ამატებს: „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ ამდენ მრავალფეროვან ნიჭიერ ადამიანს ვუმასპინძლოთ ჩვენს ინსტიტუციებში მომავალ წელს. მრავალფეროვანი ფონი და პროფილები იქნება კრეატიულობის წყარო და მოუტანს ყველას ახალ პერსპექტივას.“
ქვემოთ ჩამოთვლილი 30 შერჩეული ფინალისტიდან, 3 გამარჯვებული პროექტი იქნება გამოცხადებული 2021 წლის მარტში:
- “Chartok” – სასტუმროებში ერთობლივი მუშაობის პროგრამული უზრუნველყოფა
- “Coliving Hotels” – საშუალო და გრძელვადიანი ქონების გაქირავება
- “Digital Butter” – სტუმრების ინდივიდუალური დახმარება
- “Digital Concierge” – სტუმრის ციფრული გამოცდილება
- “FirstClasset” – აქტივის მოდელი და გადახდის პროცესი
- “Food safety and organic food production” – სურსათის უვნებლობა და ორგანული საკვების წარმოება
- “GauVendi” – საცალო სისტემა
- “Go-Travel direct hotel booking club” – პირდაპირი დაჯავშნის კლუბი მონაცემებზე დაყრდნობით
- “Hogaru” – დასუფთავებისა და ობიექტების მართვის პროვაიდერი
- “Hosbot” – სტუმართმასპინძლობის ციფრული დამხმარე
- “Hospitality Onlearning” – სტუმართმასპინძლობის სწავლების ონლაინ პლატფორმა
- “HUTS” – ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა
- “Join F&B” – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოსახურება
- “Komodore” – სტუმრების მართვის ავტომატიაცია
- “Lemonade Social” – ელექტრონული კომერციის გამოცდილება
- “Little Big Travel” – გამოცდილების მიმწოდებელი პროვაიდერი
- “Luxury Origin” – პერსონალურად მორგებული ფუფუნების გამოცდილება
- “Mes Petites Feuilles” – ურბანული SmartFarming
- “Olappa Liners” – ეკოლოგიური/მდგრადი თეთრეული
- “Recotrak” – სასურსათო შემოწირულობის სერტიფიკაციის პროცესი
- “Searchef” – საკვების და სასმელის გაზიარების პლატფორმა
- “Service Club Delivery” – დაქირავების გადაწყვეტილება
- “SiliconBali” – ახალგაზრდების დასაქმება
- “Travel Seeds” – ონლაინ დაჯავშნის მდგრადი პლატფორმა
- “Trek Secure” – COVID – 19 ინფექციის დაავადებაზე მრეაგირებელი აპლიკაცია
- “Tiptrip” – სტუმრების კომენტარების ონლაინ მართვა
- “Viridescent” – ეკოლოგიური პლატფორმა ონლაინ ბრონირებისთვის
- “Virtual Hospitality Research Platform” – საგამოძიებო პლატფორმა სასტუმროების ბიზნესისთვის
- “Woof Together” – სტუმართმასპინძლობის სტანდარტები შინაურ ცხოველებთან
- “Young Hotelier Network” – საზოგადოების სოციალური ინტეგრაცია
წყარო: World Tourism Organization
ავტორი: სალომე კავაზაშვილი