სტუდენტური ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია

  • Home
  • მთავარი
  • სტუდენტური ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია გამართა.

სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებას კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოწვეულ სტუმრებს ნაშრომები გადასცა.

კრებულში საქართველოს ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემებია შესული: MICE ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი და სხვა.

კონფერენციები სახელწოდებით „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“ საქართველოს ხუთ რეგიონში და თბილისში ჩატარდა. კონკურსში 30-ზე მეტი უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 1,000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია