ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის ფინალურ ეტაპზე 11 უნივერსიტეტის 19 სტუდენტი გავიდა. კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი – ნიკა ნათენაძე „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში,“ II ადგილი – გიორგი ღაღაშვილი „ყველის ტურიზმი, როგორც სასოფლო ტურიზმის განვითარების წინაპირობა,“ III ადგილი – ანა ხარჩილავა „გვახსოვდეს აფხაზეთი.“
გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ , კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი. ფინალურ ეტაპზე გასული ნაშრომები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. https://gnta.ge/ge/publications/
კონფერენცია ხელს უწყობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობას ტურიზმის საკითხებში.