გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვითი სამუშაოები დასრულებულია.
მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერების დამონტაჟდება იგეგმება. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვის აქციაში, მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამ აქციისთვის ჩამოსულმა ახალგაზრდა მხატვრებმა, სრულიად უსასყიდლოდ.
გმირთა მოედნის შემდეგ, ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელიც მოიხატება. ამ ეტაპზე, ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტი დაინტერეებისთვის და ამ მიმართულების განვითარების ხელის შეწყობის მიზნით, მსგავსი აქცია უკვე ანაზღაურებადი იქნება. ასევე იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელებში ყოველ პარასკევს და შაბათს მოეწყოს სივრცე და მუსიკოსებს ექნებათ საშუალება, საკუთარი შესრულებით დაასაჩუქრონ გამვლელელბი.
STEET ART ფესტივალში მონაწილეობა 30-მდე მხატვარმა მიიღო. პროექტში მონაწილეობის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. შეირჩა 30 მხატვარი, რომლებმაც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე იზრუნეს. მათ უცხოელ მხატვართა ჯგუფიც შეუერთდა, რომლებმაც ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფმა“ ასევე, მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები.
„თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებში კედლები ე.წ. STREET ART-ის შესრულებით ეტაპობრივად მოიხატება.