სოფელ ყოროლისთავში პანორამული პლატფორმებისა და ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოეწყობა იგეგმება

  • Home
  • სამთავრობო უწყებები
  • სოფელ ყოროლისთავში პანორამული პლატფორმებისა და ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოეწყობა იგეგმება

მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავში ტურისტული თავშესაფრების, პანორამული პლატფორმებისა და 11 კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოეწყობა იგეგმება

პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა ითვალისწინებს:
მთა მტირალასა და სოფელი ყოროლისთავის კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებას
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების არქიტექტურული ნახაზების, პროექტის სადემონსტრაციო-საპრეზენტაციო ვიდეოსა და 3D ვერსიების მომზადებას
მთა მტირალას ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადებას

ტურისტული განვითარების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უკვე გამოცხადა და მისი ნახვა მსურველებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ –http://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm…

გეგმის მომზადება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3“ ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი