სოფელ ფცის ბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

  • Home
  • კულტურა
  • სოფელ ფცის ბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფცის ბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

რიყის ნარჩევი ქვებით კირ-დუღაბზე აგებულ საფორთიფიკაციო ნაგებობაზე, რომელიც რესტავრაციამდე თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი, შემორჩენილი ფრაგმენტებიც უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც შპს “ბედეკი WESTI”-მ განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები:

  • არქიტექტურულ ნაგებობაზე მოხდა გვიანდელი ღიობების ამოშენება ადგილობრივი რიყის ქვით კირის დუღაბზე
  • მოხდა ბზარების ინექტირება,მორყეული ქვების გადაწყობა კოშკის ზედა რიგებზე 20% ახალი მასალის დამატებით
  • აღდგა I და II გადამხურავი ჩანგრეული კამარა ქართული აგურით
  • პირველ სართულზე მოეწყი კირდუღაბის იატაკი,ხოლო მეორე სართულზე-ხის
  • მოეწყო მესამე სართულის გადამხურავი გუმბათის წყობა ქართული აგურით კირის დუღაბზე,ასევე მოეწყო ქარგილები,ამავე სართულზე მოიჭიმა კირდურაბის იატაკი
  • მოეწყო 4 სალოდე მეორადი ქართული აგურით კირდუღაბზე
  • რესტავრირდა ბუხრები და სათოფურები
  • მოეწყო მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე და აივანი სოფ.ფცის სამსართულიანი, ცილინდრული კოშკი

წყარო:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Tags: