სოფელ კისისხევის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

  • Home
  • კულტურა
  • სოფელ კისისხევის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
kisisxevi

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ’-ს დაფინანსებით განხორციელდა ქ.თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები :

  • აღდგა და გადაეწყო კედლის საპირე წყობები რიყის ქვით კირის დუღაბზე.
  • მოეწყო სამ საფეხურიანი ქართული აგურის ლავგვარდანი კირის დუღაბზე.
  • ინტერიერში მოხდა იატაკის დონის აწევა სველად დატკეპნილი ბალასტით.
  • გადაეწყო კამარა და კონქი ქართული აგურით კირის დუღაბზე.
  • მოეწყო ხის კარ-სარკმელები ლითონის ელემენტებით,ხოლო იატაკი ქართული აგურით .
  • რიყის ქვით ეკლესიის ირგვლივ გაკეთდა სარინელი.
  • ტაძარი გადაიხურა კახური ღარიანი კრამიტოთ, კირდუღაბზე.

კისისხევის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია XIV-XVIII სს.განეკუთვნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა : შპს „ანდამატი“

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Tags: