სხვა საქართველო სად არის?!

სტუდენტი გოგონა ვარ მომავალი ტურიზმის მენეჯერი, ალბათ ლოგიკურია მოგზაურობასთან ჩემი კავშირი თუმცა ეს პროფესია მოგზაურობის გამო არ ამირჩევია უფრო იმის გამო რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაში რაიმე წვლილი შევიტანო, თუნდაც ძალაინ მცირე, რადგან უზომოდ ვარ შეყვარებული საქართველოზე.
დუშეთის რაიონის ერთ-ერათ პატარა სოფელში გარზდილი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, რომელსაც სოციალური მდგომარეობა და სოფლის ცხოვრება მუდამ თან სდევდა. არ ვამბობ რომ რაიმე მაკლდა ცხოვრებისთვის თუმცა მოგზაურობით განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი ნანახი მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა რასაც სკოლის ეგსკურსიები გასწვდებოდა ან ნათესავებთან სტუმრობა, თუმცა ესეც საკმარისი იყო ჩემი ქვეყნის უზომოდ შესაყავრებლად და საკუთარი თავისთვის ამ კითხვის დასასმელად “სხვა საქართველო სად არის?”
ვთვლი რომ ჩემი სიყვარული საქართველოსადმი განმასხავევბს სხვა ბევრი ჩემი ასაკის ადამიანისგან, და ამ სიყვარულის გამოისობით ჩემი ფიქრებიც აბსოლიტურად განსხვავებულია. თუკი ჩემი თაობის ახალაგაზრდები წარსულს, აწმყოს და მომავალს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაშე ხედავენ მე მხოლდო საქარათვლოში დავიბადებოდი და იმავე გზას გავივლიდი, რაც გავიარე. თუკი ჩემი თაობის უმეტესობას კითხავთ სად იმოგზაურებდა და გეტყვიან, რომ საზღვრებს გარეთ ან ბალიზე, ან შვეიცარიაში და ა.შ…. აი მე კი გეტყვით რომ ჯერ საქართველოს დავივლიდი კითხე-კუნჭულ, სოფელ-სოფელ, ტაძარ-ტაძარ, მთა-მთა და მერე კი საზღვრებს გარეთ სამყაროში ვიმოგზაურებდი.

როგორც წესი ჩემს თავზე ბევრი საუბარი არ მიყვარს და ზემოთ ნათქვამზე მხოლოდ მაშინ ვსაუბრობ, როცა მეკითხებიან რატომ სწავლობ ტურიზმის მენეჯმენტსო. ამხელა შესავალი კი მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ სხვაგავარად ვერ ვისაუბრებდი იმაზე თუ რას ნიშნავს ჩემთვის მოგზაურობა. და აი მთვარ თემაზეც გადავდივარ…
ბოლო სამი წლის განმავლობაში ანუ სტუდენტობის (ოქროს ხანის) პერიოდში საშუალება მომეცა უკეთ გამეცნო ჩემი ქვეყანა და მენახა ის ადგილები, რომლებსაც შორიდან ვეტრფოდი. ამბობენ “ასჯერ გაგონილს (მოსმენილს) ერთხელ ნანახი სჯობიაო” და ჩემმა ემოციებმაც მოლოდინს გაადააჭარბა.

 

მიდიხარ, უყურებ და ფიქრობ რომ ლეგენდა საქართველოს შექმნაზე, სულაც არ არის ტყუილი, რომ არგონავტები აქ აუცილებლად იქნებოდნენ, რომ ამირანი სწორედ კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვეს, რომ უსახელო უფლისციხელის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის, გიორგი სააკაძის, ცოტნე დადიანის და უამარავი გმირის სამშობლო სწორედ ასეთი უნდა იყოს. ფიქრობ რომ არცერთ მეფეს არ შეეძლო ესოდენ ძლიერი და თავმდაბალი ყოფილიყო, რომ ყველას ფეხქვეშ გაგებოდა, თუ არა მეფეს ქართველთა, არც სხვა მეფეს შეეძლო მუხლებზე დამხობილს დღე-ღამ ელოცა და ცრემლი ეფრქვია, თუ არა თამარს. ფიქრობ, რომ არცერთ ოსტატს არ შეეძლო ესოდენ გრძნობით დაექარგა კედელი თუ არა ნიკორწმინდის, სვეტიცხოვლის, სამთავისის და სხვა ქართული ეკლესიის მშენებლებს. ფიქრობ რომ არცერთ ოქრომჭედელს არ შეეძლო შეექმნა ასეთი სამკაულები, მოჭედილი ხატები, გარდა სვანებისა. ფიქრობ რომ არავის არ შეეძლო პირველად ღვინო დაემზადებინა გარდა ქართველისა, ერისა სადაც ყველგან იპოვო ღვინოს, ვაზს, მის თაყვანისცემას. ფიქრობ რომ არსად არ შეიძლებოდა გაჩენილიყო პირველი ევროპელი, გარდა საქართველოსი, ქვეყნისა სადაც რასის, ერის, რელიგიის მიხედვით ადამიანებს არ განარჩევდნენ. ფიქრობ რომ შეუძლებელია ვეფხისტყაოსანი სხვაგან დაეწერა შოთა რუსთაველს თუ არა აქ ამ წალკოტში. მიდიხარ და ფიქრობ რომ ვერავინ ააშენებდა კაცხის სვეტს, გერგეტის სამებას, ლომისას და სხვა ეკლესიებს, რომლებსაც ღვთიური რწმენის გარეშე ვერ შექმნი, გარდა ქარათველისა. ფიქრობ რომ ვერავინ შექმნიდა ასეთ დამწერლობას, თუ არა ქართველი. ფიქრობ რომ ვერსად ვერ ნახავ ასე მოკლე ხანში, თოვლიან მყინვარებს, მწვანე მოლს, დაუდგრომელ მდინარეს, სამოთხის ჩანჩქერებს, ფერად ტბებს, ზღვას და თითქმის ყველა სახის ბუნებრივ სილამაზეს თუ არა საქართველოში. ფიქრობ რომ ვერსად ვერ გაიგებ და ნახავ ასეთ ჰანგებს, ასეთ მრავაჟამიერს, ასეთი საკრავების ხმას და მას აყოლილ ტანთა გასაოცარ მოძრაობებს თუ არა საქართველოში. ფიქრობ რომ ვერსად იგრძნობ ასეთ მრავალსურნელებას, ვერსად დაინახავ ასეთ მარავალფეროვან სუფრას თუ არა საქართველოში, ვერსად ვერ ნახავ ისეთ ნაქარგს თუ არა აქ. ფიქრობ… უსასრულოდ ფიქრობ, ისე უსასრულოდ როგორც ქართული სამყაროა.


და იცით ამ ფიქრების ნაკრები რას გაძლევს, სიმაყეს იმისას რომ შენ ამ ქვეყანაში დაიბადე რომლის ისტორიაც იმ ერებზე გაცილებით დიდი და ღრმაა, რომლებიც ახლა მარტივად შეიმჩნევა რუკაზე. სიამყეს იმისას რომ შენ იმ გმირების ქვეყანაში დაიბადე, რომელთა თავდადებითაც დღესაც ქართველი გქვია. მოკლედ ამ ფიქრების ნაკრები სიყვარულს გაძლევს, სიყვარულს შენი ქვეყნის მიმართ, მისი თითოეული გოჯის სიყვარულს და მერე ეს სიყვარული გახვედრებს თუ რატომ გვყავდა ამდენი გმირი, რატომ ყვავის ამდენი ია ჩვენში, ყველაფერს ხვდები და კითხვაზე “სხვა საქართველო სად არის?” უცებ სცემ პასუხს – სხვა საქარათველო არ არის!