საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ქ. სიღნაღის წმ .გიორგის სახელობის ეკლესიის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი,მძიმე მდგომარეობაში იყო იატაკი,სარესტავრაციო იყო ტაძრის ოთხივე ფასადი. სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:
- მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სახურავი და დაიგო ახალი კრამიტის სახურავი.
- აიყარა ძველი დაზიანებული იატაკი და დაიგო სრულიად ახალი აგურის იატაკი.
- გაიწმინდა ტაძრის ოთხივე ფასადი და გაკეთდა ბზარების ინექტირება.
ტაძარი, ქ. სიღნაღის ციხე-გალავნის შიგნით მდებარეობს და იგი XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზეს ძეგლს წარმოადგენს. ქ. სიღნაღის წმ .გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ა(ა)იპ “წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების კავშირმა” განახორციელა.
წყარო:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო