სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ქართული ხილი“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გოგილაშვილთან და კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა.
„სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ამოქმედდა კიდევ ერთი სამაცივრო მეურნეობა. ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის. სახელმწიფოს დახმარებით, 2013 წლიდან დღემდე, მხოლოდ კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქართული ხილი“ დარეგისტრირდა 2019 წელს. მასში 5 მეპაიეა გაერთიანებული. კოოპერაციულ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა აქედან, 600,000 ლარი გრანტია, შეღავათიანი აგროკრედიტი კი აჭარბებს, 600,000 ლარს. დანარჩენი თანხა კოოპერატივის წევრების ინვესტიციაა. სამაცივრო მეურნეობაში 800-1,000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი.
კოოპერატივი გეგმავს პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კოოპერაციულ საწარმოში სეზონურად 15, მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული.