სიღნაღქალაქობა 2018

10 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „სიღნაღქალაქობა 2018“ გაიმართება. „სიღნაღქალაქობა“ მეთერთმეტე წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს.
ბარათაშვილის ქუჩის მთელ პერიმეტრზე ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინება. აქვე მოხდება ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების შექმნის მასტერკლასი და გამოფენა-გაყიდვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის თითოეული სოფელი ე.წ. „გლეხურ ღვინოსთან“ ერთად კუთხურ სამზარეულოსაც წარმოადგენს.
იხილეთ დაგეგმილი ღონისძიებები:
• 11:00- ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
• 12:00-ტრადიციული კერძების და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია
• 13:00- 15:00- თათარის მოდუღება, ჩურჩხელის გავლება, თონეში პურის გამოცხობა;
• 15:00- ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მიერ გამართული კონცერტი.
• 14:00-19:00-მამუკა ჯაფარიძის სოლო გამოფენა მოძრავ გალერეაში (დავით აღმაშენებლის მოედანი)

წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი