შვეიცარია – ღმერთების სახლი

როდესაც საქმიან შეხვედრაზე ჩემს დანახვისას ფეხზე დგებიან და მოწიწებით მესაუბრებიან,ჩემი ბავშვობა მახსენდება.თავს დაბლა ვხრი და ფიქრებში ვიძირები.ისინი კი საუბრობენ ჩემი ნაწერების შესახებ და მე მადლიერი ვარ მათი.საღამოს,როდესაც სასტუმროდან გამოვდივარ და ფეხით ვეშვები ქვაფენილზე,ჩემს დღეებზე ვფიქრობ.მჯეროდა რომ მოგზაური გავხდებოდი და მთელ სამყაროს ვნახავდი,მაგრამ მაინც განვიცდი,მაინც არ ვიცი რა მელოდება ყველაფერ ამის სანაცვლოდ. სარკმლები რომ გამოვაღე მეგონა სუფთა ჰაერი ძალებით ამავსებდა,მაგრამ პირიქით მოხდა.საოცარი სისუსტე ვიგრძენი.სავსე ადამიანური გრძნობებით.როგორც რომანტიული ფილმის რომელიმე კადრს ისე შევხედე საკუთარ თავს ფანჯარაში და მომეწონა გოგონა ფანჯრებიდან.გზები საქსოვ დაზგებს მოგაგონებთ.სახლის სახურავები ხალიჩას.თითქოს ეს მშვენიერი პეიზაჟები დროის ცვლილებას არ ემორჩილებიან.წარმოვიდგინე,სხვაგან ვცხოვრობდი,ეს მშვენიერი ადგილები თვალით არ მქონდა ნანახი.შემდეგ მოვედი აქ ჩემი სულით.ჩემი განცდებით და მოვიტანე აქ ჩემი სამყარო.

***

 

მშვენიერი დილა გათენდა.ახალი ემოციებისთვის მზად არ ვარ.ჩემს ძველ სახლში მირჩევნია ყოფნა,მაგრამ მოლოდინი დიდი მაქვს, ამიტომ ვივიწყებ ვინ ვარ და ვემზადები.ვივიწყებ,რომ სხვა ფიქრებით მქონდა გონება სავსე,ვიდრე მოგზაურობაა.დიახ,მოგზაურობის დროს შეიძლება აღმოაჩინო ყველაფერი…შვეიცარმა ყავა და კრუასანი მომართვა ნომერში,მოკრძალებით დავხურე კარები..მადლობა ღმერთს,თორე შეიძლება ასეთი ცხოვრება თავში აგივარდეს კიდეც.უკვე მოგიყევით რომ აივნიდან ჩანს ულამაზესი ხედი,რომელიც არ იცვლება..მხოლოდ ბედნიერებისთვის არის..ყოველთვის ვოცნებობდი აქ მოხვედრას,მაგრამ როდესაც ოფიაციალური ვიზიტით ვესტუმრე ამ ქალაქს,ცოტა დავიძაბე.. არ მინდა ჩემი თავისფლება ჩარჩოებში მოექცეს..
თეთრ სარაფანს ვიცვამ,ფოტოებისთვის ასე ჩაცმა უკეთესია.ცისფერ ჩანთაში ვალაგებ საჭირო ნივთებს,პლანშეტს,ბლოკნოტს,შენს სურათს და სასტუმროდან გავდივარ.სული ლაღობს თავისუფლებით,რომელსაც ბედნიერების სახელი ჰქვია.
მომენატრები და სამყაროს ვწყდები,ვწყდები ჩემს გულს,ჩემს რეალობას,ამ საოცნებო სამყაროს და ფიქრებში ვიჭედები…რამდენ რამეს წარმოვიდგენ ხოლმე..მავიწყდება რომ სულიერად მოვწყდი ზღაპრებს და ახლა ცხოვრებას ვთამაშობ,მაგრამ ადამიანს სიყვარული ყველგან დაჰყვება თან…
გაოცებული ვარ სილამაზით,რომელიც ამ ქალაქში სევდაზე ძლიერია,მაგრამ მაინც ჩემს სულში ვიხედები…ჩემი ფოტოგრაფი სურათებს მიღებს ჟურნალისთვის და შემდეგ სასადილოდ მიდის.მე მარტო ყოფნა მირჩევნია…

***

 

როგორი გამოუთქმელი განცდა იყო,როდესაც აეროპორტიდან გამოვედი და  შვეიცარიაში აღმოვჩნდი.  ჰაერი  იყო რბილი, ცხელოდა და ზამთრიდან გაზაფხულის ბოლოში მოსვლა ნამდვილად საოცრება იყო ჩემთვის.უკვე იმდენჯერ მქონდა ეს ქალაქი ნანახი წარმოსახვაში რომ რეალობა მაინც განსხვავებული რომ იყო გამიკვირდა.ჰაერი კი მაფხიზლებდა და მე დადუნა,უბრალო გოგონა, ტაქსიში ვიჯექი და ქალაქს ვათვალიერებდი.შემდეგ,რამდენიმე თვის შემდეგ როდესაც ამ წუთებს გავიხსენებ,სახლში,უბრალო საშინაო კაბაში ჩაცმული და შუბლზე ჩამოყრილ თმას ჭურჭლის სარეცხი სითხით დასვრილი ხელით უკან გადავიწევ შეიძლება ავტირდე კიდეც.მაგრამ ახლა აქ ვარ , ამიტომ მოგზაურობის ტკბილი განცდა მინდა ბოლომდე შევიგრძნო.არ ვიცი რაზე ფიქრობდა ღმერთი როდესაც ამ ქალაქში მოგზაურობა დამიჯავშნა, ალბათ სურდა უფრო მეტად მყვარებოდა იგი.მე კი არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი,მხოლოდ მიყვარდა,თუმცა ღმერთი ხედავს ჩვენი გონებიდან ყველა ოცნებას და ცათამბჯენები ვარსკვლავებივით ანათებენ ახლა ქალაქს.ადამიანმა გამოიგონა ნანო ტექნოლოგიები მაგრამ მაინც უჭირს იმის დაჯერება რომ ღმერთი არსებობს… ტაქსი ჟენევის ტბის სანაპიროსთან ჩერდება და ისევ ჰაერი მაბრუნებს რეალობაში,რომ დადუნა ვარ და თუ ასეთ ადგილას მოვხვდები კი არ უნდა გავგიჟდე,უბრალოდ ბევრი უნდა ვწერო.ზღვის ნაპირას უამრავი ტურისტი გაჰყურებს ზღვაში მოცურავე გემებს და მშვენიერ ნახატებს იმახსოვრებს მათი გონება.ჰაერს ჩემი სულის ნაწილი გრძნობს და სულში ბედნიერების განცდას იწვევს ის რომ შეიძლება ვერასდროს მოვსულიყავი აქ მაგრამ მოვედი და რომ ბედისწერის ხელი ურევია ამაში.

მივლინების მეორე კვირა დაიწყო.ბავშვები მენატრებიან,ჩემი შვილები.ახლა ამის გამო დარდი სრულიად ნორმალურია,მაგრამ მონატრებას უნდა გავუძლო და არ განცდამ არ უნდა შემეშალოს სამყაროს სრულად აღქმაში ხელი. ძალიან რთულია..მახსოვს, როდესაც დავჩექინდი და სტატუსი განვახლე,რომ მივფრინავდი სტამბულიდან შვეიცარიაში,მეგობრების წერილები მივიღე ფეისბუქზე,აინტერესებდათ ამჯერად ვის ვუტოვებდი პატარებს..მათ გარეშე მშვენიერი ადგილების დათვალიერება და ახალ სივრცეებში გადასვლა,ძალიან რთულია ჩემთვის..ვერ ვახერხებ ბოლომდე თავისუფალი ვიყო და დავტკბე მშვენიერი ხედებით..როდესაც ულამაზეს პეიზაჟს დავინახავ და ჩიტივით შემიფრთხიალდება გული,მეორე წუთს ჩემი ბეღურებივით პაწაწინა პატარები მახსენდება.მომეწურება გული,მოვიწყენ,მაგრამ სამყაროს სილამაზის გადმოცემა ჩემი მოვალეობაა. ამის გარეშე მე დავიკარგები,ამიტომ ვცდილობ გავუძლო მონატრებას და სამყაროს ნაწილი გავხდე..ამიტომ ჩემი პატარა სამყაროდან ოკეანეების ვრცელ სივრცეებში ვიჭრები და ვხდები უშიშარი და მებრძოლი..იქ კი მავიწყდება ჩემი პირადი ცხოვრება და სამყაროს ხმეებს ვუერთდები.

***

შვვეიცარია ტურისტების საოცნებო ქვეყანაა. ულამაზესი ჩანჩქერები,ტბები,ძველი ქალაქები,რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ისტორიული სახე დამთვალიერებელს თავბრუსახვევს და სამოთხეში მოგზაურობა გრძელდება.აღმოსავლეთ შვეიცარიაში ტურისტების საყვარელი ადგილია რაინის ჩანჩქერი.ყვავილების ფერადი ხალიჩები,მრავალწლიანი ბუჩქები,მოვლილი მთები  ამშვენებს ზღაპრულ სოფლებს და ქალაქებს.

მე კი ვიმყოფები ცენტრალური შვეიცარიის მთავარ ქალაქ ლიუცერნიში, რომელიც ფირვალშტედტის ტბის ახლოს მდებარეობს და მშვენიერი მთებითაა გარშემორტყმული.ლიუცერნი ცნობილია უჩვეულოდ  ლამაზი მდებარეობით.მე კი ხვალ სწორედ იმ ხიდის სანახავად ვგეგმავ წასვლას,რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება და უძველესია ევროპაში.არსად მინახავს ასეთი სილამაზე – ღმერთის და ადამიანის ასეთი ჰარმონია..წარმოიდგინეთ გარშემო მთებია ძალიან ახლოს,რომ მოისურვო რამდენიმე წუთში,რომელიმე მთის მწვერვალზე აღმოჩნდები და იქედან იტყვი შენს ამბავს.ამ მთების ძირას კი პაწაწინა სახლებში,მოვლილ ეზოებსა და პარკებში  სხედან ადამიანები და შუძლებელია დაიჯერო, რომ ავადობენ, ტკივათ და საწუხარიც აქვთ..ალბათ აქ ცხოვრობს ღმერთი და ადამიანებთან ერთად სიმშვიდით ტკბება.დიახ ეს ნამდვილად ასეა..მე კი ამ ლამაზი მთის ძირას ხის კოტეჯში აივანზე ვზივარ და ვწერ…საოცრება!

პირველად არ ვიცი რა  დავწერო..სილამაზეში ჩავიკარგე.მავიწყდება რომ ადამიანებს სადღაც უჭირთ,რომ არსებობს სიკვდილი…არ მინდა ახლა ამაზე ფიქრი,ჩვენ გვაქვს უფლება ზოგჯერ მაინც დავხუჭოთ გონების თვალი და გულს მივენდოთ.მეც ასე ვიქცევი.მთების სილამაზეში ვიძირები.ჩემს მოთხრობებზე ვფიქრობ.ვფიქრობ როგორ დავხატო ამ მთების ღრუბლებში მაცხოვარი,როგორი თვალები უნდა ჰქონდეს,მშვიდი,თუ კვლავ სევდიანი?მიმტანს დილის საუზმე მოაქვს და მიღიმის.იქნებ ღმერთმა უამრავ ადამიანს შორის გამომარჩია და მასთან შესახვედრად აქ მომიყვანა..ამაყი აზრები მიპყრობს..მეღიმება,რომ ვარ კვლავ ადამიანური…არ ვიცი სხვა რამეზე როგორ უნდა ვიფიქრო.

ახლა პირველად ვგრძნობ,რომ არ ვარ მარტო,რომ იმაზე მეტი ვარ ვიდრე ვიდრე ჰაერში მიმოფანტული ღრუბლები.

**

 

დიახ,იმ ფრანგულ რესტორანზე არაფერი მომოყოლია,რომელიც შვეიცარიაში აღმოვაჩინეთ და შთაგონების ადგილად იქცა ჩემთვის.ახლა გიამბობთ..როდესაც მოგვშივდა და ახალი ფოტოების გადასაღებად ფრანგულ რესტორანს მივაშურეთ,მოლოდინი გაგვიმართლდა.რესტორანში სასიამოვნო მუსიკა უკრავდა,მაგიდაზე ვარდების თაიგული დამხვდა და მექსიკური ცხარე და ცეცხლოვანი სამზარეულოს შემდეგ აქ მოხვედრა,ნამდვილად ახალ განზომილებაში გადასვლას გულისხმობდა.დასწავლული დახვეწილი მანარებით მაგიდასთან დავჯექი და შეკვეთას დაველოდე.არ ვიცი,ასეთ წუთებში რაღაცას გრძნობენ ადამიანები.თითქოს რამეს წარმოვადგენდე,თუ რაღაც ამდაგვარს.ფრანგული მშრალი ღვინო მოვსვი და უფრო კარგ განწყობაზე დავდექი.ახალი სამყაროსკენ მიმავალი გზები დავინახე და ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი.ბინდდებოდა.ფანჯრიდან მოჩანდნენ მთები,სიმშვიდე და სიმწვანე.გული დამწყდა,მაშინ ვერ მივხვდი რატომ,ახლა ვხვდები.ძვირფასი წუთები კიდევ უფრო მეტად გვაყვარებს სიცოცხლეს..ფრანგული სტეიკი ძალიან გემრიელია.განსაკუთრებით ნივრიანი პური მომწონს.რამდენჯერმე ვუკვეთავთ.ხვალინდელ გეგმებს ვაწყობთ.წიგნის პირველი ნაწილი ჩემს ბავშვობას ეძღვნება.მეორე ნაწილი მოგზაურობას შვეიცარიაში.ამ ქვეყნებმა ის სული მაპოვნინეს საკუთარ თავში რომელიც არც კი ვიცოდი თუ მქონდა.სილამაზე უნდა გადავიტანო წიგნში და აქ მთებს ჩემი სამშობლოს შესახებ ვუამბო.აქ მთები ლაღობენ.ჩვენთან ჯერ არა…აქ ადამიანები უნდა გავიცნო და შემდეგ მათ შესახებ დავწერო.როგორი რთულია.