დღეს, შუახევში გომარდულის ფესტივალი გაიმართა. სპეციალური დეკორაციებით გამოფორმებულ კურორტზე ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა განწყობაზეც ბათუმელი ბენდები „Asea Sool” და “Fourth Season” ზრუნავდნენ.
ფესტივალი ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გახსნა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სტუმრებს კი კურორტის განვითარების ხედვა წარმოუდგინა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კურორტი გომარდული ბათუმთან ახლოს შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ ეტაპზე კურორტზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტია, სადაც ერთდროულად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.