შუახევის მუნიციპალიტეტში კურორტ ,,გომარდულზე“, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ , რომ ხარისხიანი განათლების მიღებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდას.
განათლების სამინისტროს დაევალა უმოკლეს ვადებში კონკრეტული გეგმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას იმ პროექტებში, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის განვითარებისთვის, აგრეთვე თითოეული ახალგაზრდის ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა თავიანთ ინტერესებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 33 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს. დაჯილდოების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ფორუმს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო: აჭარის მთავრობა