შუახევი ,,ოფროუდ“ ფესტივალისთვის ემზადება

  • Home
  • მთავარი
  • შუახევი ,,ოფროუდ“ ფესტივალისთვის ემზადება

17- 22 ივლისს, შუახევი რიგით მე12-ე საერთაშორისო ,,ოფროუდ“ ფესტივალს უმასპინძლებს.

 ღონისძიება შუახევის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის ოფროუდის ფედერაციის, ფესტივალის ავტორების თანაორგანიზებით ჩირუხის მთაში გაიმართება.

უპრეცედენტო მაშტაბის OFF-ROAD/საავტომობილო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე მოემართებიან ეკიპაჟები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აქტიურ ფაზაშია წინა მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩირუხის მთაში, რომლის მიმდინარეობასაც შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე პირადად გაეცნო.

ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

 

ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია