შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში

  • Home
  • მთავარი
  • შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება სამწლიანი პროექტი „შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები – საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები“ რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუზეუმში დაცული შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების – ჩინეთისა და იაპონიის, აგრეთვე ინდოეთის მატერიალური კულტურის ამსახველი ძეგლების ატრიბუცია, საქართველოს და აღმოსავლური სამყაროს ისტორიული და სოციალურ-კულტურული ურთიერთობების შესწავლა და სამუზეუმო კოლექციების პოპულარიზაცია.

გრანტის ფარგლებში განხორციელდა ხელოვნების ნიმუშთა კვლევა, კლასიფიკაცია, სრული დიგიტალიზაცია და პასპორტიზაცია. სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჩინურ, იაპონურ და ინდურ ექსპონატებს.

შედეგად 100-ზე მეტ სამუზეუმო ნივთს დაუბრუნდა ახალი სიცოცხლე.

(ვიზუალური მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს)

წყარო: კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018