საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება სამწლიანი პროექტი „შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები – საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები“ რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუზეუმში დაცული შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების – ჩინეთისა და იაპონიის, აგრეთვე ინდოეთის მატერიალური კულტურის ამსახველი ძეგლების ატრიბუცია, საქართველოს და აღმოსავლური სამყაროს ისტორიული და სოციალურ-კულტურული ურთიერთობების შესწავლა და სამუზეუმო კოლექციების პოპულარიზაცია.
გრანტის ფარგლებში განხორციელდა ხელოვნების ნიმუშთა კვლევა, კლასიფიკაცია, სრული დიგიტალიზაცია და პასპორტიზაცია. სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჩინურ, იაპონურ და ინდურ ექსპონატებს.
შედეგად 100-ზე მეტ სამუზეუმო ნივთს დაუბრუნდა ახალი სიცოცხლე.
(ვიზუალური მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს)