შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთშია დაფიქსირებული

  • Home
  • მთავარი
  • შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთშია დაფიქსირებული

წლის მესამე კვარტალში ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტების ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდიოდა.  სტატისტიკის სამსახურის  ინფორმაციით, თბილისზე ვიზიტების 21% მოდიოდა, 16,5% მოდიოდა იმერეთზე, 15,9% კი აჭარაზე.

ვიზიტების საერთო რაოდენობის 6,5% განხორციელდა კახეთში, ხოლო 8,4% კი სამეგრელო ზემო-სვანეთში. ვიზიტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში.

რაც შეეხება კმაყოფილების დონეს, ვიზიტორების უმრავლესობა (49%) ვიზიტით კმაყოფილი დარჩა, 36% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 12,4% კი არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო, გამოკითხული ვიზიტორების 1,8% ამბობს რომ ვიზიტით უკმაყოფილოა, ხოლო 0,3% კი ძალიან უკმაყოფილო.

ვიზიტების მიზანს უმეტესად მეგობრის და ნათესავის მონახულება წარმოადგენს (45%) ვიზიტორების 19,2%-სთვის კი გართობა და რეკრეაცია, 9,9%-სთვის მკურნალობა, ხოლო 13,3%-სთვის შოპინგი.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Tags: