შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან

  • Home
  • მთავარი
  • შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან

2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელდა 7,902,509 ვიზიტი. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 3,115,527 ვიზიტს შეადგენდა. 2017 წელს მოგზაურების ვიზიტების წლიური რაოდენობა 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდამ +154% შეადგინა.
2012 წლიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები შემდეგნაირად გამოიყურება:
2012 წელი – 4,741,346; 2013 წელი – 5,734,898; 2014 წელი – 5,888,709; 2015 წელი -6,305,635; 2016 წელი – 6,719,975; 2017 წელი – 7,902,509.
2017 წელს საქართველოში შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 955 მლნ დოლარი იყო. 2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდამ 183% შეადგინა.
2012 წლიდან საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება:
2012 წელი – 1,4 მლრდ; 2013 წელი – 1,7 მლრდ; 2014 წელი – 1,8 მლრდ; 2015 წელი – 1,9 მლრდ; 2016 წელი – 2,1 მლრდ; 2017 წელი – 2,7 მლრდ დოლარი.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია