ვიცე-პრემიერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

  • Home
  • მთავარი
  • ვიცე-პრემიერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა.
მარიამ ქვრივიშვილმა ვიცე-პრემიერს სფეროს განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო, მაია ცქიტიშვილმა კი ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რაც პირველ რიგში, სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურისტული ნაკადების ზრდის, შიდა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისა და საქართველოს ყველა რეგიონში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით მოწყობისკენ იქნება მიმართული

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო