გუშინ,როდესაც სასტუმროს ნომერში კვლავ ტექსტებს ვარედაქტირებდი და საღამოს წიგნის სპონსორებთან შეხვედრას ვგეგმავდი, მესენჯერში წერილი მივიღე. ვკითხულობდი ცრემლიანი თვალებით და, როდესაც ბოლომდე ჩავიკითხე ქართველი ემიგრანტის წერილი,რომელიც სტამბოლში მუშაობს სასტუმროში და ნომრებს ალაგებს, გული მომეწურა. ქართველი ქალბატონი, მწერდა, რომ ჩემი ჩანაწერებით შეიტყო, რომ სტამბოლში ჩამოვედი და ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა. უნდა,რომ გულში ჩამიკრას და სამშობლოს გულისფეთქვა მოისმინოს.ძალიან ავღელდი. არ ვიცი,შევძლებ კი ამ სევდიან ქალბატონს შევხვდე და მივცე, ის, რაც მას სურს – სამშობლოს სითბო.შეხვედრაზე უარი არ მითქვამს.ლეპტოპი დავკეცე და მასთან შესახვედრად წავედი ნელი ნაბიჯებით.მთელი გზა ვფიქრობდი..არ ვიცოდი, მქონოდა კი გულში ის სითბო, რომელიც სამშობლოს მონატრებულ ადამიანის გულს გაუთბობდა…
ქალბატონი ლურჯ მეჩეთთან იდგა.დავინახე თუ, არა მივხვდი,რომ ქართველი იყო. რთული დღეების კვალი აჩნდა სულში. ძალიან შემრცხვა, რადგან მე აქ წიგნის დასაწერად ვარ ჩამოსული და არსებობენ ადამიანები, ჩემი ქართველები,რომლებიც ემიგრანტები არიან, იტანჯებიან და შვილებთან შეხვედრას ნატრობენ. დამინახა,თუ არა,მაშინვე მიცნო.გადავეხვიეთ ერთმანეთს. მე რომ მასზე ადრე ავტირდი,ესეც უჩვეულო იყო მისთვის. ხელი ჩამკიდა. ცივი ხელები ჰქონდა,შრომით დაღალული.სტამბოლში მესამე წელია ცხოვრობს.ორ მცირეწლოვანს დედა უზრდის. ლუკმა – პურს ყოველ თვე აგზავნის სამშობლოში და ენატრება პატარების ხელები,მოხუცი დედის სითბო და სამშობლოს გულისცემა. მითხრა,რომ ჩემი გულშემატკივარია. ძალიან ვთხოვე,მაგრამ არ მოისურვა ცხელი ჩაი დაგველია ერთად.სამსახურიდან გამოვიქეცი,რამდენიმე წუთითო, მითხრა და კვლავ ჩამეხუტა ” შენ ხარ ჩემი სამშობლო , ჩემი მეგობარი, ჩემი ლამაზი დილა ახლა აქო. “ჩემი შვილებისთვის ხელით მოქსოვილი ქუდი და ხელთათმანები მაჩუქა, მე კი დავპირდი,რომ მის ოჯახს ვინახულებდი და მოვუყვებოდი ამ დღის შესახებ ყველაფერს…
დაღონებული წამოვედი შინ. როდესაც ჩანაწერებს ვწერ მოგზაურობის შესახებ,რამდენჯერ მიფიქრია,რომ ამ დროს ქალაქში არიან ემიგრანტები,რომლებთაც შიათ,ყავთ ცუდი უფროსი, აქვთ მონატრების სიმწარე გულში.ბევრჯერ დავღონებულვარ ამის გამო და მართალი ვყოფილვარ..აღარ დავბრუნდი სასტუმროში,სანაპიროზე ჩავედი ფეხით და ვფიქრობდი ჩემს სამშობლოზე,კეთილ ადამიანებზე და საერთოდ ცხოვრებაზე…