საწალიკეს მთა – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული კიდევ ერთი ბილიკი

  • Home
  • მთავარი
  • საწალიკეს მთა – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული კიდევ ერთი ბილიკი

ხანგრძლივობა: 1 დღე (8 სთ. 30 წთ.).
მარშრუტი სოფ. ზედა თლუღში იწყება, მთა საწალიკეზე ადის და კვლავ ზედა თლუღში ბრუნდება. ბილიკი მარტივი სასიარულოა, თუმცა სიგრძიდან გამომდინარე საკმაოდ დამღლელი. ბილიკის უმაღლესი პუნქტი მთა საწალიკეა საიდანაც თვალწარმტაცი პანორამები იშლება როგორც რაჭის ასევე იმერეთის მთიან მასივებზე. აისის და დაისის დროს ეს ხედები განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია.
საწალიკეს მიდამოებში მრავლად გვხვდება კარსტული ძაბრებიც, რაც დამატებით სილამაზესა და სანახაობას სძენს არსებულ ბილიკს.

შენიშვნა:
• ბილიკის თითქმის მთელს სიგრძეზე გვხვდება კარგი საკარვე ადგილები. გზად ასევე შეგხვდებათ ვაგონი, რომელსაც ხშირად თავშესაფრად იყენებენ მოგზაურები და მონადირეები;
• გაითვალისწინეთ რომ მარშრუტზე არ გვხვდება სასმელი წყალი, ამიტომ თან იქონიეთ წყლის საკმარისი მარაგი;
• სტარტიდან 860 მეტრში ბილიკს კვეთენ სხვა სალაშქრო მარშრუტები რომლებიც შაორის წყალსაცავთან, სოფ. მრავალძალში, შქმერში და შუა სხვავაში მიდიან.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია