მიუხედავად იმისა რომ სიცივის მოყვარული არ ვარ და მირჩევნია მთელი ცხოვრება ზაფხული, მზე,პლიაჟი და ზღვა იყოს,ზამთარსაც თავისი ხიბლი აქვს და ხანდახან თავსაც მოგანატრებს ხოლმე. მოკლედ როდესაც ჯერ კიდევ სხეულს მუქი ნამზეური ამშვენებდა,ზუსტად მაგ დროს დაიგეგმა პრაღა-დრეზდენში მოგზაურობა.სიცივე,თოვლი, ჩემი საუკეთესო სამეგობრო წრე და საახალწლო განწყობა,რაშიც ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ ორივე გამორჩეული ქალაქია.
რადგან დღესასწაულებს შორის ჩემთვის საუკეთესო სწორედ რომ ახალი წელია, ამ ტურს განსაკუთრებით ველოდი და ბლოკნოტში დახატულ კალენდარს ყოველ ღამე თითო დღეს სიხარულით ვუშლიდი. როდესაც თვითმფრინავი პრაღის აეროპორტში 10 საათიანი მგზავრობის შემდეგ დაეშვა, გამოუძინებელი და მშიერი დიდხანს ველოდი ჩემს ბარგს,რომელიც როგორც ყოველთვის ყველაზე ბოლოს მობობღავდა,მოკლედ ზუსტად ჩემი ბარგის მსგავი განწყობით მივაღწიეთ სასტუმრომდე,არ ვიცი რატომ არის ლეგენდა გერმანელებზე რომ ცივი ხალხია მითუმეტეს ჩეხების შემდეგ, აი აქ კი ნამდვილად არ ელოდოთ რომ რომელიმე გამყიდველი ან სასტუმროს პერსონალი ოდნავ მაინც ღიმილს მოგიგდებთ.
მე როგორც მოგზაურობაზე შეყვარებულ ადამიანს,აეროპორტში ყოფნაც კი უკვე სიამოვნებას რომ ანიჭებს, გამგზავრებამდე ყოველთვის ვეცნობი გამორჩეულ და აუცილებლად სანახავ ადგილებს,შემდეგ კი ტელეფონში საგულდაგულო ჩანიშნულ გზას მივუყვები და გიდის ფუნქციას ვითავსებ,რომელიც მანამდე საერთოდ არაა ნამყოფი იმ ქალაქში. ჩვენი სასტუმრო ცენტრთან ახლოს მდებარეობდა,დაღლილობა მეხსიერებიდან ამოვშალეთ,ბარგი ნომერში დავტოვეთ და საგულდაგულოდ გამოვეწყვეთ პრაღის დასალაშქრად ,თუ ოდესმე ტურს ზამთარში დაგეგმავთ, არ დაივიწყოთ თბილი ქუდი,კაშნე და ხელთათმანები ,თუ სიცივემ მაინც გაჯობათ,ქუჩებში გაწყობილი საშობაო ბაზრობა,გლინტვეინი და ლუდი რომელიც ამ ქალაქში წყალზე იაფია,ნამდვილად შეგეშველებათ მთელი დღე გაუძლოთ თავბრუდამხვევ პრაღის უძველეს შენობებს და სუსხს.მოკლედ როდესაც 3 დეკემბერს ევროპის შუაგულად წოდებულ ქალაქში ამოვყავი თავი,მივხვდი რომ მანდ იწყებოდა ჩემი წინა საახალწლო თავგადასავალი.
ჩვენ როგორც ჭამის სამინისტროს გამარჯვებულ სამეგობრო წრეს,პრაღამ ამ სფეროში უდაოდ იდეალურად გვიმასპინძლა, თუ ოდესმე ამ ქალაქში მოხვდებით ძეხვეულის გარდა აუცილებლად დააგემოვნეთ ჩეხური ფუნთუშა-ტრდლო. ვაცლავის მოედანზე და ვიწრო ქუჩებში სეირნობის შემდეგ,სადაც უკვე აქტიურად იგრძნობოდა საახალწლო განწყობა,უგემრიელესი სურნელებით და ხელნაკეთი აქსესუარებით,პრაღაში მდებარე ყველაზე დიდ და ფერად ნაძვის ხეს მივადექით(old town square-ზე) ეს ის ქალაქია და განსაკუთრებით კი ადგილი რომელიც დღისითაც და ღამითაც ერთნაირად ლამაზია.პრაღის ,,სტარომესტკე ნამენსის’’ მოედნით და სხვადასხვა სტილის შენობებით მოხიბლული,თვალში მომხვდა ტურისტების უხვი თავყრილობა,რომლებიც რაღაცას შესცქეროდნენ და ელოდებოდნენ-ეს არის რატუშაზე დამაგრებული პრაღის ასტრონომიული საათი,საათში ერთხელ სარკმლები იხსნება და მოციქულები წრეზე ტრიალებენ.
უკვე როდესაც მოსაღამოვდა და ქუჩებში ხალხმრავლობამაც იკლო გადავწყვიტეთ იქვე ახლოს მდებარე, ყველაზე ცნობილი ხიდი გადაგვეკვეთა და შემდეგ ტრამვაით დავბრუნებულიყავით სასტუმროში.კარლის ხიდი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და დღისით უფრო მკაფიოდ შეგიძლია ქალაქის ხედით დატკბე,მათ შორის პრაღის ციხე-სიმაგრით(რომელიც სხვათაშორის ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს),ხიდი რომელიც დღისით სავსეა უამრავი ტურისტით ცნობილია თავისი მაგიური ძალით , რომელზეც ოცნებების ასრულების სხვადასხვა რიტუალი სრულდება, ამის ნუ შეგეშინდებათ,მეც არაფერი ვიცოდი სანამ მდინარე ვლტავას შუაგულს არ მივუახლოვდი და ბრინჯაოს ძაღლთან რიგი არ დამხვა.წესი ესეთია-ხელით უნდა შეეხო და რაც შეიძლება ბეევრი სურვილი ჩაიფიქრო.მოკლედ გარდა იმისა რომ ხიდი საოცრად რომანტიკული და იდუმალი ადგილია,ოცნებების ამსრულებელიც ყოფილა, იმიტომ რომ ოცნება რომელიც მე ჩავიფიქრე, ნამდვილად ამისრულდა და თუ რა ოცნება იყო ამას ჩემი მოგზაურობის დასასრულს გაგიმხელთ.
როგორ უნდა გაიცნო ქალაქი უკეთ?როგორც ამბობენ ქალაქში დაკარგვასაც თავისი ,,მუღამი’’ აქვსო,ჰოდა უნდა დაიკარგო. პრაღის ქუჩებში დაკარგვა უკვე ჩვევად გვექცა და ეს უკვე აღარ წარმოადგენდა ჩვენს გაოცებას,დახლართული ლაბირინთები და ვიწრო ქუჩები ყოველთვის გაფიქრებინებენ რომ აქ უყვე იყავი და სწორ გზას ადგახარ და რაც მთავარია ბევრ სხვადასხვა სასიამოვნო ადგილსაც შემთხვევით წააწყდები.,,ოქროს ქალაქი’’ ანუ პრაღა ანუ ევროპის შუაგული,ის ქალაქია სადაც ნამდვილად ღირს მოგზაურობის დაგეგმვა, მიუხედავად იმისა რომ ამ ქალაქში ალბათ არ ვიცხოვრებდი(ჯერჯერობით)რადგან ჩემი ხასიათი რადიკალურად განსხვავდება ჩეხურ 90 წლიანებისგან,მომავალში კიდევ მომინდება სურვილების ჩაფიქრება, ქუჩებში დაკარგვა და 21 საუკუნიდან უკან წარსულში მოგზაურობა.ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ჩეხური დაუვიწყარი ლუდის დაგემოვნებას შევუდექით და შემდეგი დღის გეგმა დავსახეთ.დანიშნულების ადგილი-გერმანია.დრეზდენი.
პრაღაში 3 დღე იდეალური დროა ქალაქის დასათვალიერებლად, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ქალაქის შემოგარენს ეწვიოთ.ერთ-ერთი ახლო მდებარე კი დრეზდენია.ავტობუსით მგზავრობას ის ხიბლი აქვს რომ შეგიძლია შენთვის უცხო ადგილები დაათვალიერო და ნახო როგორ გამოიყურება ჯერ ჩეხეთის და შემდეგ გერმანიის სხვადასხვა სოფლები.მუსიკის მოსმენის პროცესში ვიყავი და თავი უკვე რომელიმე ცნობილი მომღერლის კლიპში მეგონა, როდესაც საზღვარზე პასპორტ კონტროლის შემდეგ გზაში,,გავიჭედეთ’’. მანქანების რიგში,ორ სატვირტოს ისეთი მანძილი ჰქონდა დატოვებული რომ შეუძლებელი იყო იქიდან გამოღწევა.
დრო გადიოდა და ჩვენი ერთი დღის გატარების ხანგრძლივობა დრეზდენში საკმაოდ იკლებდა. არ ვიცი რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ქართველი თავი რომ ვერ დააღწიოს,ჰოდა როდესაც შევხედეთ რომ არავინ აღმოჩნდა ისეთი რამე რომ მოეფიქრებინათ, ქართულმა გამჭრიახობამ(და ალბათ მოუთმენლობამაც) აქაც იმარჯვა და ჩვენმა მეგობრებმა სატვირთო მანქანის მძღოლებს ხელის მინიშნებებით და ახსნებით რამდენიმე სანტრიმეტრით გაადაწევინეს მანქანა(მიუხედავად უარმავი უარისა)და დავეხმარეთ ჩვენს ავტობუსს თავის დაღწევაში,ამ ყველაფრის შემხედვარე ტურისტებმა ტაში შემოკრეს მადლობის ნიშნად,მათ ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რომ არა ჩვენ კიდევ რამდენი ხანი მოუწევდათ ლოდინი.
დრეზდენის რკინიგზაში ჩასვლისას უკვე იგრძნობა რომ გერმანიში ხარ, სისუფთავე, მოწესრიგებულობა და რაც მთავარია ყველანაირი დახმარებისთვის მზადმყოფი პოლიციელები. ქალაქის მთავარი სადგური ერთ-ერთი უძველესი შენობაა , რომელიც რაღაცის ჰოგვარტსის სკოლასაც კი მივამსგავსე(მაგრამ დამბლდორი არსად ჩანდა) მეტროში ჩავჯექით და გავემგზავრეთ ქალაქის ცენტრისკენ,აქ ყველა ღირსშესანიშნაობა ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ამიტომ დათვალიერებაც მარტივია.მე პირადად დრეზდენმა მეორე მსოფლიო ომის განცდა დამიტოვა, შენობები რომელსაც ეტყობოდა ომის კვალი და შენობები რომელიც რესტავრირებულია ომში დაზიანებების გამო.
ხალხმრავლობას და სიმღერების ხმას ერთი მთავარი ადგილისკენ მივყავდით,მოედანი რომელიც გარშემოტყმული იყო სხვადასხვა სტილის ნაგებობებით, სავაჭრო ცენტრებით და მეტროს ლიანდაგით.თუ ოდესმე გადაწყვეტთ საშობაო განწყობა შეიქმნათ, თუ ოდესმე საშობაო მარკეტზე წასვლა მოგინდებათ,თუ ოდესმე იფიქრებთ როგორ დაიბრუნოთ და გაიხსენოთ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონება – ბავშვობა,თუ ოდესმე მსგავსი ქალაქის ძებნას დაიწყებთ,დრეზდენი აუცილებლად უნდა შედიოდეს მათ რიგში.,,საშობაო ზღაპარი’’ მულტფილმის გმირად გაგრძნობინებს თავს, რომელიც მაგიურ სოფელში წინა საახალწლოდ შემოიპარა.ალბათ ერთი დღე არ არის საკმარისი რომ მთლიანად დაათვალიერო ლაბირინთებიანი საშობაო მარკეტი,თოვლის ბაბუებიანი დახლები,ქოხში მყოფი ბავშვები რომლებიც თავიანთი ხელით დამზადებულ ხილის ტორტებით უმასპინძლდებიან ტურისტებს,დიდი ნაძვის ხის წინ მდებარე სცენა საიდანაც საეკლესიო გუნდი საშობაო ჰანგებით გვამცნობებენ ახალი წლის მოახლოებას და რაც მთავარია ეშმაკის ბორბალი,რომლის დახმარებითაც თვალწინ მთლიანად გადაგეშლებათ დრეზდენის მოედანი და ფერად-ფერად ბრჭყვიალა ადგილი.
რამდენჯერაც არ უნდა დამერტყა წრე და რამდენჯერაც არ უნდა დავკარგულიყავი სხვადასხვა ხელნაკეთ სათამაშოებსა თუ ბროლის ირმებში,მაინც კიდევ ერთხელ მიმიწევდა გული და თავს ვპირდებოდი რომ საბოლოო იყო(თუმცა უშედეგოდ)და ბოლოს როდესაც წასვლის და უკან დაბრუნების დრო მოახლოვდა, ფეხით გამოვუყევით ქალაქის ქუჩებს,სადაც ერთი სულიერიც არ შეგვხვედრია და ეს უფრო საშიშს და მისტიკურს ხდიდა ამ ქალაქს, თავის მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბილ და დამწვარ შენობებთან ერთად.
პრაღა-დრეზდენის შემდეგ ჩემი შემდეგი რეისი ბათუმი იყო,სადაც გამგზავრება მარტო მომიწია და ჩემი მეგობრების პრაღაში დატოვება.გეგმები შეიცვალა და დაგეგმილი 1 კვირიანი ვოიაჟი ჩემთვის 4 დღემდე ჩამოიწია,ბილეთი გადავცვალე და გულდაწყვეტილი გავუდექი გზას. მაგრამ თურმე წარმოდგენა არ მქონდა მარტო მგზავრობა,პრაღის დატოვება,20 საათი გზაში ყოფნა ყველაფრად რომ ღირდა და რამდენიმე დღეში უფრო ზუსტად კი 9 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე,ბათუმში მდებარე ხელოვნებისა და მუსიკალურ ცენტრში ათმაგად დიდი ბედნიერება მელოდა.
პ.ს. ეს ის ოცნება იყო რომელიც პრაღაში,კარლის ხიდზე,ბრინჯაოს ძაღლთან ჩავიფიქრე და რომელსაც ,,მის საქართველო’’ ჰქვია:)