სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
საქართველოს მელიორაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში სარო-ხიზაბავრას მექანიკური მორწყვის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტი 2 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე I და II აწევის სატუმბი სადგურებისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ჩატარდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადაწნეო მილსადენის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც 1400 მეტრი სიგრძის მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, სოფლების საროსა და ხიზაბავრას 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
პროექტის ღირებულებაა 562 000 ლარი.
საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
წყარო: საქართველოს მელიორაცია