საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, ამის შესახებ განცხადება ოფიციალურ გვერძე განთავსდა, სადაც ვკითხულობთ:
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საკუთარ მომსახურებას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გასწევს. კომპანიაში ოფიციალური წერილების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე info@airports.ge. აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაშვები საშვების მისაღებად დოკუმენტაცია შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: biuro@airports.ge. რაც შეეხება აღნიშნული საშვების მისაღებად შესავსებ ფორმებს, გთხოვთ იხილოთ http://www.airports.ge/index.php/ka/legal/2017-12-30-09-31-38
ასევე ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დარეკეთ საშვთა ბიუროს ცხელ ხაზზე: 599157762