საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება

2018 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 19.3%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შემდეგი ქვეყნებიდან შედგა:
• აზერბაიჯანი (+11%);
• რუსეთი (+22%);
• სომხეთი (+0.3%);
• თურქეთი (+21.1%).

 პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:
• ესტონეთი +98%;
• ნიდერლანდები +55%;
• რუმინეთი +55%;
• ბელგია +53%;
• გერმანია +50%;
• ჩეხეთი +47%;
• ესპანეთი +47%;
• გაერთიანებული სამეფო +46%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
• კორეის რესპუბლიკა +139%;
• ჩინეთი +92%;
• ბელარუსი +44%;
• ქუვეითი +44%;
• ისრაელი +35%.

წყარო: საქართველოს მთავრობა