საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება

2018 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობა 1 300 000-მდე გაიზარდა (ზრდა +9.8%).

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737,049 შეადგინა, რაც 90,050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +13.9%).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ:

• რუმინეთი +137%;
• ესტონეთი +86%;
• ნიდერლანდები +73%;
• გერმანია +58%;
• იტალია +54%;
• საფრანგეთი +45%;
• ჩეხეთი +40%;
• ესპანეთი +35%;
• გაერთიანებული სამეფო +30%
• სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
• ინდოეთი +166%;
• კორეის რესპუბლიკა +126%;
• ჩინეთი +95%;
• ბელარუსი +47%;
• არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40%;
• სხვა.

2018 წლის იანვარი-აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოში 5,895,914 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია.

წყარო: საქართველოს მთავრობა