პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა მიმდარეობს. ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი ავტომრბოლელი ქალბატონის, ზოი ვითაკერის ინიციატივით და ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. პროექტის ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა.
რბოლამ ევროპის მოედნიდან კახეთისკენ აიღო სტარტი და 4 დღე გაგრძელდება. ეკიპაჟის წევრები საქართველოდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან არიან.
ღონისძიების ფარგლებში ავტორბოლის მონაწილეები საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს მოივლიან, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. რბოლა თბილისში დასრულდება, მანძილი 900 კილომეტრია. რბოლაში 15-მდე საკოლექციო ავტომობილი იღებს მონაწილეობას.
რბოლას ევროპის მოედანზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
რბოლის მარშრუტი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციამ GAF და Transport Security Consultants-მა დაგეგმეს.
ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან 11 ჟურნალისტი ეწვია. ჟურნალისტთა ჯგუფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩამოვიდა.
პროექტის გენერალური სპონსორები არიან – Wissol, Benefits Georgia, BADAGONI, Step in Georgia, Adjara Group.
სტუმრების ოფიციალური გადამზიდი და პარტნიორი GEORGIAN AIRWAYS რის რომელმაც უკვე ერთი წელია ლონდონი თბილისის მიმართულებით ასრულებს და საერთო ჯამში მსოფლიოს 22 მიმართულებით ასრულებს.
რბოლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.