პირველად საქართველოში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი “საქართველო – ღვინის სამშობლო” გაიმართება.
კონკურსი ტარდება „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) უმაღლესი პატრონაჟით.
კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი, მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand).