საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკი: ლიხეთი – ურავი

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკი: ლიხეთი – ურავი

დღე 1 (მანძილი: 12.9 კმ. / 6 სთ. 20 წთ.)
მარშრუტი სოფ. ლიხეთში იწყება და ყელიდას უღელტეხილისკენ მიემართება მარტივი სირთულის ბილიკით. სტარტიდან 2.4 კმ-ში ბილიკი მეჭვრეთის VIII-IX სს-ის მონასტრის ნანგრევებთან მიდის (მეჭვრეთის ეკლესია ერთ–ერთი უძველესია რაჭაში) შემდეგ აღმართს შეუყვება, საშუალო სირთულის კატეგორიაში გადადის და 10 კმ-ის შემდეგ საფერისწვერის საბანაკე ადგილზე მიდის (აქვეა მეცხვარეთა სადგომებიც).

დღე 2 (მანძილი: 17 კმ. / 6 სთ. 20 წთ.)
საფერისწვერის საბანაკედან ბილიკი კვლავ უღელტეხილისკენ მიემართება და 150 მ-ში მიდის გზაჯვარედინთან, საიდანაც ჩვენი ბილიკი მარჯვნივ უხვევს (მარცხენა ბილიკი სოფ. შკედში ჩადის), გაივლის ალპურ ზონას, ტყიან მონაკვეთებს და სოფ. ურავში ჩადის.

შენიშვნა:
• ბილიკებზე მრავლადაა წყაროები და ნაკადულები;
• მარშრუტებზე გვხვდება მწყემსების საზაფხულო სადგომები, სადაც მწყემსები ხშირად ამზადებენ სხვადასხვა რძის ნაწარმს, რომელთა დაგემოვნებასა და შეძენასაც ადგილზევე შეძლებთ.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია