საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „KITF“ მიიღო მონაწილეობა.

ალმა-ატაში გამართულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რამდენიმე მუნიციპალიტეტი და 11 კერძო კომპანია იყო წარდგენილი.

გამოფენამდე ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას 40-დე ყაზახი ტურ-ოპერატორი, ჟურნალისტი და ბლოგერი დაესწრო.

ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 4 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყაზახეთიდან საქართველოში 54.9%–ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია