საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 8 მარტიდან, 31 მარტის ჩათვლით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ფასდაკლების კვირეული Discount Week იწყება.
„Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები: https://bit.ly/2BJpL1n
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია