საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9 %-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9 %-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარი – აგვისტოს განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 101 215 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 319 ფრენით და 9%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე;

2018 წლის იანვარი – აგვისტოს პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 69 912 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 791 ფრენით, ანუ 4.2% -ით მეტია;

საქართველოს სამივე საერთაშორისო და ორი ადგილობრივ აეროპორტში აფრენა-დაფრენის რაოდენობამ 31 303 ფრენა შეადგინა, რაც 2017 წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 528 ფრენით, ანუ 21.4%-ითა არის გაზრდილი;

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი – აგვისტოს პერიოდში შეადგენს 27 859 000 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 316 656 კმ-ით და 1.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (11,709), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(4,296), QATAR AIRWAYS (3,884), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (2,850).

საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 5 092) TURKISH AIRLINES (2,893), WIZZ AIR HUNGARY (2,289), FLYDUBAI (1,613), QATAR AIRWAYS(1,320) დაფიქსირდნენ.

წყარო: საქაერონავიგაცია