საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა და ჯამურად, 4 688 177 მგზავრს მოემსახურა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ნოემბერში 261 209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აეროპორტი 11 თვეში – 3 547 553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21% შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2018 წლის ნოემბერში 132%-ით გაიზარდა და 47 868 მგზავრი შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 11 თვეში 560 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.

2018 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 24 677 მგზავრმა ისარგებლა, რაც 33%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 11 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 20%-ით გაიზარდა და 580 370 მგზავრი შეადგინა.

წყარო: საქართველოს მთავრობა