საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25 % გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25 % გაიზარდა

2019 წლის 2 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25 % გაიზარდა.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111% გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა.

2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14,278 მგზავრმა ისარგებლა, 87%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

ზრდის ტენდენცია შეინიშნება ადგილობრივი აეროპორტებშიც.

2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში, 2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 80%-ით გაიზარდა.

წყარო: საქართველოს მთავრობა