საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 23 ოქტომბრიდან – 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – “Discount Week” ტარდება.

კამპანია “Discount Week” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება.

პროექტის მიზანია სეზონის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

Discount Week-ში მონაწილეობს 30 სასტუმრო 7 სხვადასხვა რეგიონიდან, ესენია; აჭარა, გურია, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი. სასტუმროები 30%-დან 52%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს.

სასტუმროების ჩამონათვალი, ფასდაკლება და პრომო კოდი იხილეთ ვებ-გვერდზე : http://georgia.travel/discount/weeks

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია