საქართველოს მასშტაბით 6 თვის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 200 კმ-მდე გზას

საქართველოს მასშტაბით 6 თვის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 200 კმ-მდე გზას, აშენდა და რეაბილიტირდა 10 ხიდი.
რეაბილიტირდა, ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი და ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 25.8 კმ-იანი გზა.
რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იან და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იან გზებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება და 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 350 კმ-გზის რეაბილიტაციის დასრულება.
მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის ხორციელდება ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის, ოკაცეს კანიონთან მისასვლელი.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო