„დაცული ტერიტორია“ არის სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორია, რომლის მიზანია ტერიტორიის ფიზიკური მახასიათებლების, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. დაცული ტერიტორია მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ეროვნულ პარკს, ბუნების ძეგლს და ა.შ.
საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1912 წელს და ამ დროიდან მოყოლებული, ვაგრძელებთ საქართველოს ბუნების დაცვას.
წლების განმავლობაში, დაცული ტერიტორიების მასშტაბი და რაოდენობა გაიზარდა. დღესდღეობით, სულ 88 დაცული ტერიტორიაა და მათი საერთო ფართობი შეადგენს 596 156 ჰა-ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8.57 %-ია.
იხილეთ საიმიჯო ვიდეო: