საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის “დავიწყებული ხილის ხეივანი” ეწყობა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის “დავიწყებული ხილის ხეივანი” ეწყობა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, დღეს, ტონინო გუერას სახელობის “დავიწყებული ხილის ხეივნის” მოწყობის მიზნით, ნერგები დაირგო.

გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების შთამომავლები, რომელთა სახელობის მცენარეებიც დაირგო. ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში – ენრიკო ვალვოც ესწრებოდა.

ბილისში, ტონინო გუერას მეუღლემ, ლორა გუერამ, “დავიწყებული ხილის ბაღის” ანალოგის გასაშენებლად, საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცა ნერგების ის ჯიშები, რომლებიც იტალიურ ბაღშია გაშენებული. ამასთანავე, შემდეგი ეტაპისთვის, დაგეგმილია, ბაღი გაჯერებული იყოს იმ ქართული, ენდემური მცენარეების ჯიშებით, რომლებიც პრაქტიკულად, დავიწყებულია.

ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ, იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ პენნაბილლიში “დავიწყებული ხილის ბაღი” შექმნა. ბაღში დაირგო მცენარეთა დავიწყებული ჯიშები. ამასთან, თითოეული მცენარე სხვადასხვა ხელოვანის სახელობისაა.

ეს პატარა ბაღი მისი იდეის გამო გაშენებისთანავე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამ მცენარეთა დავიწყებული ჯიშები კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე მიუთითებენ, ხაზს უსვამენ კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას და წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს, ფლორისა და ფაუნის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.

“დავიწყებული ხილის ხეივნის” ანალოგის სახით კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატათბი ლისს, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი იქნება.

 

წყარო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

Tags: