საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 608 124 მგზავრი.

მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

თბილისი + 32%,

ბათუმი + 51%,

ქუთაისი + 20%

მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტებით 2 150 მგზავრმა ისარგებლა.

ამბროლაურის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა +9%-ით გაიზარდა.

წყარო: გაერთიანებული აეროპორტები საქართველო