2018 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 24% გაიზარდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 261,098 მგზავრს მოემსახურა, რაც 18% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის დეკემბერში 127% გაიზარდა და 57,088 მგზავრი შეადგინა
2018 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 18,492 მგზავრმა ისარგებლა. რაც 66% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.