საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

► ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
• რუსეთი (33 270 854);
• უკრაინა (6 070 218);
• ჩინეთი (4 113 328);
• ყაზახეთი (2 313 378);
• პოლონეთი (2 121 474).

► ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:
• იაპონია +79% (170 700 ბოთლი);
• პოლონეთი +31% (2 121 474);
• დიდი ბრიტანეთი +17% (52 732);
• აშშ +2% (291 640).

► ევროპის მიმართულებით:
• რუმინეთი +390% (84 654);
• ჩეხეთი +65% (30 456);
• გერმანია +32% (339 370);
• ლიეტუვა +12% (280 338);
• ნიდერლანდები +25% (42 735);
• ლატვია +12% (1 077 696);
• ესტონეთი +2% (336 302).

► ტრადიციულ ბაზრებზე:
• ყირგიზეთი +81% (140 370);
• ყაზახეთი +36% (2 313 378);
• უკრაინა +40% (6 070 218);
• რუსეთი +17% (33 270 854);
• ბელარუსი +12% (1 012 062).

► იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი (ზრდა +19%). ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა +9%).

► საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა (ზრდა +80%). სულ ექსპორტირებულია 692,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა (ზრდა +88%).

წყარო: საქართველოს მთავრობა