საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო.
2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
● იაპონია – 213% 
● დიდი ბრიტანეთი – 137%
● ესტონეთი – 75%
● ისრაელი – 58%
● ლატვია – 43%
● პოლონეთი – 41%
● ნიდერლანდები – 32%
● რუსეთი – 30%
● ყაზახეთი – 29%
● გერმანია – 27%
● უკრაინა – 13%
● საფრანგეთი – 9%

წყარო: საქართველოს მთავრობა