ამერიკული ფინანსური პორტალი GOBankingRates აქვეყნებს სტატიას, სადაც დასახელებულია 50 საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყანა. მათ შორის საქართველოც მოხვდა და იგი ამ სიაში მე-16 ადგილზეა.
“ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებს გარეთ ბევრად იაფია. თუ ნამდვილად მოგბეზრდათ მაღალი ფასის გადახდა საცხოვრებელში და ძვირადღირებული სადილები, მაშინ სხვა ადგილების შესახებ ფიქრი, ნამდვილად გამოსავალია თქვენთვის” – ვკითხულობთ სტატიაში.
საქართველო, რომელიც ცნობილია თავისი ღვინის კულტურით და შავი ზღვის ქვიშიანი სანაპიროებით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საცხოვრებლად იაფი ქვეყანაა. აქ ცხოვრების ღირებულება ნიუ-იორკთან შედარებით 70%-ით იაფია. საქართველოში გადასახადები 90%-ით ნაკლები, ხოლო კვება 30%-ით ნაკლებია ვიდრე ნიუ-იორკში. აქვე აღნიშნავენ, რომ ერთი ჭიქა ღვინის დაგემოვნება, ამ ქვეყანაში სულ რაღაც 4 დოლარად არის შესაძლებელი.
კვლევისას გამოკითხული იქნა 115 ქვეყანა. გამოკითხვის კრიტერიუმები იყო მოსახლეობის მყიდველუნარიანობა, უძრავი ქონების იჯარის ფასი, რესტორნებისა და ბარების მომსახურების ფასები, სურსათის, საქონლისა და მომსახურების ფასი.
საცხოვრებლად ყველაზე იაფი 50 ქვეყნის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
1. ინდოეთი
2. საუდის არაბეთი
3. პაკისტანი
4. ტუნისი
5. ზამბია
6. უკრაინა
7. მექსიკა
8. ეგვიპტე
9. ბანგლადეში
10. მაკედონია
11. რუმინეთი
12. ალჟირი
13. ბოსნია და ჰერცეგოვინა
14. სამხრეთ აფრიკა
15. მალაიზია
16. საქართველო
17. ბოლივია
18. ნეპალი
19. მოლდოვა
20. კოლუმბია
21. მაროკო
22. პოლონეთი
23. ირანი
24. ფილიპინები
25. ბულგარეთი
26. თურქეთი
27. ბელარუსი
28. ომანი
29. სერბეთი
30. ალბანეთი
31. ყაზახეთი
32. სირია
33. უგანდა
34. სომხეთი
35. აზერბაიჯანი
36. შრი-ლანკა
37. ჩინეთი
38. ინდონეზია
39. ჩეხეთი
40. მონტენეგრო
41. პერუს
42. ერაყი
43. კენია
44. ვიეტნამი
45. სლოვაკეთი
46. ტაივანი
47. ჰონდურასი
48. ეკვადორი
49. ნიგერია
50. უნგრეთი
წყარო: gobankingrates