საქართველო საქმიანი ტურიზმის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველო საქმიანი ტურიზმის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა

„Buying Business Travel Awards 2018”-ის ყოველწლიურ ცერემონიალზე საქართველო საქმიანი ტურიზმის (MICE) საუკეთესო მიმართულებად დასახელდა. ღონისძიება ჟურნალი Buying Business Travel-ის ორგანიზებით გაიმართა. ნომინაციაში საქართველოსთან ერთად წარდგენილი იყო აზერბაიჯანი, ქ. დუბაი, ასევე სხვა ქვეყნები და ტურისტული მიმართულებები.
„Buying Business Travel Awards 2018”- ზე დადებითად შეფასდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანობა.
საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ოფიციალური 2016 წელს შეიქმნა. ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა და ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის წახალისება.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია