საქართველო მოგზაურის თვალით

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო, ამ ბლოგში შევეცდები, ჩემი მწირი ლექსიკისა და შედარებით მეტი ემოციის მეშვეობით, აღვწერო  საქართველოს ორი რეგიონი. არ დავიწყებ კრიტიკას ,,ქართველები ვერ ვუვლით ჩვენს მიწა-წყალს”, ,,ყველას ევროპისკენ გაქცევაზე უჭირავს თვალი” და ა.შ. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ იმაზე მეტი სიმდიდრე გვაქვს სამოგზაუროდ, რასაც ვხედავთ.

ხევსურეთის შესწავლა აბუდელაურის ტბების დალაშქვრით დავიწყე და არც შევმცდარვარ! თეთრი ტბის მონაცემები ჯერ ინტერნეტის საძიებო სისტემაში ვნახე, შემდეგ გავარკვიე რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ლაშქრობა, რომელიც მოიცავს 16 კმ-ი მანძილის გავლას. შეიძლება გამოცდილ მოგზაურს გაეღიმოს, თუმცა დამწყებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 
ფართობი 0,035 კმ²
მოცულობა 45 500 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 3,8 

აბუდელაურის ტბებზე თუ გადაწყვეტთ წასვლას (აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ), გაითვალისწინეთ, დაგჭირდებათ მზის დამცავი საშუალებების მომარაგება და აუცილებლად თან უნდა გქონდეთ საუკეთესო ციფრული ფოტოაპარატი! თორემ ადგილზე რომ მიხვალთ, გული დაგწყდებათ ჩემსავით, რომ ვე რეალურად მისი სილამაზის აღბეჭდვა…

აბუდელაურის ტბას უკავშიირდება ძველი ქართული ლეგენდა. ლეგენდის თანახმად, იახსარის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა ტბას მისცა თავი. იახსარი ტბაში ჩაჰყვა დევს და განგმირა იგი, თუმცა დევის სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარი ტბიდან ვეღარ ამოვიდა სანამ ტბას ცხვრის სისხლი არ ასხურეს.

მეორე ლამაზი და მდიდარი მხარე, რომლის ამსახველი ფოტომასალაც მომეპოვება, ესაა ქვემო ქართლი.