საქართველო მე ვარ!

გსმენიათ რამე სულით მოგზაურებზე?

ეს ნიშნავს იყო ერთ წერტილში და შეგეძლოს მოგზაურობა სხვადასხვა დროსა და სივრცეში.

ამის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობაში მივხვდი, ძილის წინ ცარიელ კედლებს შორის სხვადასხვა ფიგურებს, მოვლენებს და ადამიანებს რომ ვხედავდი.

ბედნიერებაა გქონდეს მდიდარი წარმოსახვის უნარი და კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა,შეგეძლოს შენივე წარმოსახვის იმ დროსა და სივრცეში განხორციელება, სადაც ცხოვრობ.

ეს დრო 21–ე საუკუნეა და სივრცე საქართველო. ჩემთვის საქართველო სახლით იწყება, რომელშიც ვცხოვრობ და შეიძლება მზის სისტემის გალაქტიკამდეც გაგრძელდეს.

არ იფიქროთ კოსმოპოლიტიზმს ვქადაგებდე, თუმცა მისი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს 🙂

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი რაც მინახავს და რასაც მომავალში ვნახავ, ნაწილი ჩემი ცნობიერების, ნაწილი კი ფოტო ობიექტივის მეხსიერებაში სამუდამო კადრად აღიბეჭდება.  რომ ჩავთვალოთ ჩემი მეხსიერების 1 GB საქართველოში მოსავლელ ადგილებს უკავია, ვიტყოდი 0.5 GB შევსებული მაქვს მეთქი. ეს კადრები სამცხე–ჯავახეთის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, მცხეთა–მთიანეთისა და კახეთის ულამაზეს ხედებს აერთიანებს. როგორც წიგნზეა ნათქვამი: „ცუდი წიგნი არ არსებობსო“, ასევე არ მოიძებნება ადგილი, ადამიანის სულში მისი შესატყვისი გამოძახილი რომ არ ჰპოვოს.

ყველა კადრი, ადგილი, იქ მყოფი ადამიანები, ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები მავსებს და უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩემ წარმოსახვას. და როცა ჩემი მეხსიერების 1GB ამოიწურება, თამამად ვიტყვი: მე საქართველო ვარ!

შემდეგ, ჩემ ნალოლიავებ და ნაგროვებ 1 გუდა საქართველოს ზურგზე მოვიგდებ და თავს მოვხსნი ყველგან, სადაც წავალ.  გავიტან საზღვრებს გარეთ, გავაცნობ მთელ დედამიწას და ვინ იცის, იქნებ შევძლო და სხვა პლანეტებსაც წავუღო ჩემი წილი ქვეყანა.

მე არ ვიცი, დედამიწის რა ფართობს დაფარავდა საქართველოს მთა–გორები რომ გაგვესწორებინა. თუმცა, ის კი ნამდვილად ვიცი ქვეყანა მისი ფართობით არ იზომება. მას ადამიანები ვქმნით. მე, შენ, და დანარჩენები. ჩვენ ვართ საქართველო და საქართველო ვართ ჩვენ. ეს ნიშნავს, რომ ყველგან, სადაც არ უნდა ვიყოთ, ევროპაში, აზიასა თუ აფრიკაში, დედამიწაზე, ან თუნდაც მთვარეზე, იქ საქართველოა, რადგან თავად ვაერთიანებთ მას.

მარტვილი, დადიანების სასახლე – “სიყვარულის ხეივანი”

მარტვილის კანიონი

მარტვილის მონასტერი

მარტვილის კანიონი

კახეთი, ყვარლის ტბა

ვარძია, “ვალოდიას კოტეჯები”

ჯავახეთი, კუმურდოს მონასტრის გუმბათი, რომელსაც რესტავრაცია უტარდება

ჯავახეთი, სოფ. კუმურდო

ასპინძა, “საროს ქარაფები”

ადიგენი, ჭულეს მონასტერი

ადიგენი, ზარზმის მონასტერი

ყაზბეგი

ახალციხე, რაბათი

ახალციხე, რაბათი

აბასთუმანი

აბასთუმანი

ქუთაისი, გელათის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი რესტავრაციის პროცესში

ქუთაისი, მოწამეთა

 

 

 

ხედი მოწამეთა ტაძრიდან

ბათუმი

სათაფლია

 

 

თბილისი, ხედი მოტანიკური ბაღიდან

თბილისი, ხედი ბოტანიკური ბაღიდან

 

ანანური

 

ყაზბეგი, დარიალის მონასტერი

გერგეტის სამება

Tags: